loader

"2 ადამიანი დაჭრეს... ერთი დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა" - დანაშაულებები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2 ადამიანი დაჭრეს... ერთი დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა" - დანაშაულებები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოხდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. "სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

გამოცემის ინფორმაციით, სოფელ ბავრაში მომხდარი დაჭრის შემთხვევაზე ბრალდებული არასრულწლოვანია.

ორივე შემთხვევაზე შსს-ს უკვე ჰყავს დაკავებული პირები.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.