"ამ ტკივილივით დასრულდებით!!! ზურგიდან ვიღაც მეცა და ბეტონის კედელს მიმახეთქა" - რას წერს მევიოლინე გვანცა ჩხეიძე სოციალურ ქსელში?
მევიოლინე გვანცა ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩაში თავს დაესხნენ.
"ამ ტკივილივით დასრულდებით!!! მანჯგალაძის ქუჩაზე, ეკლესიას ჩავუარე თუ არა ზურგიდან ვიღაც მეცა და ბეტონის კედელს მიმახეთქა.
იმ მხარეს ვიოლინო მქონდა გადაკიდებული და ამან დამიცვა რომ თავი კედელს არ მივარტყი.
მოკლედ, მაგრად შემაჯანჯღარა. მოვიხედე და შავებში ჩაცმული მხეცი გარბოდა. ქუჩას გავხედე, არავინ იყო ერთი მამაკაცის გარდა, რომელმაც შორიდან დაგვინახა და მორბოდა საშველად - რა უნდოდა, ამას რას ვხედავ, ხომ კარგად ხართ, ახლავე წყალს მოგიტანთო...
ამ ადამიანმა მომიყვანა აზრზე, რომ მთლად ჯოჯოხეთში არ ვიყავი...
PS. მე კი, ვიცი ვისაც გებრძვით და მზად ვარ, შეგეჭიდოთ. მალე, ძალიან მალე თქვენც შეგაჯანჯღარებენ "ქოცებო", - წერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე მუსიკოსი, მევიოლინე გვანცა ჩხეიძე სოციალურ ქსელში.