"ვისოლი" განმარტავს, თუ რატომ ამოიღეს სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები
კომპანია "ვისოლი" განმარტავს, თუ რატომ ამოიღეს სარეკლამო რგოლიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრები.
"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა "ვისოლის" ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში.
რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი.
ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.
შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუა და დეზინფორმაცია.
აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან", - განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.
ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ვიდეო: გიორგი ჟამერაშვილი