loader

"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

აშშ-ში, ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, 1-ელ იან­ვარს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 3 სა­ათ­ზე, სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხში შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 35 და­შავ­და.

FBI მომ­ხდარს, რო­გორც "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე იძი­ებს.

თავ­დას­ხმის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს დას­ჯა­ხე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ენ კირკპატ­რიკ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ირ­კვე­ვა ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბო­და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა რატი გაგ­ნი­ძე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ფოტო ტე­რაქ­ტამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე.

ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ზუს­ტად ეს ად­გი­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სის­ხლი­ან ქუ­ჩად იქ­ცე­ო­და.

სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე პი­ცე­რი­ა­ში შე­ვი­ა­რე და ჩემს გვერ­დზე ორი უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდა დაჯ­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყო­ველ­თვის ვგრძნობ ადა­მი­ანს გა­დავ­წყვი­ტე მალე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ად­გი­ლი. ამ ფიქ­რში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­თა ჯგუ­ფი შე­მო­ვარ­და და და­ა­კა­ვეს. ეს და­კა­ვე­ბა არ ჰგავ­და ჩვე­უ­ლებ­რივს, გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღე­ბით გა­იყ­ვა­ნეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

მეც და­გეგ­მილ დრო­ზე ადრე დავ­ტო­ვე პი­ცე­რია და გა­რეთ გა­ვე­დი.

ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად გავ­ჩერ­დი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ გა­ვე­მარ­თე სას­ტუმ­როს­კენ. ზუს­ტად 5 წუ­თის სხვა­ო­ბით ამ ად­გილ­ზე მოხ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი.

ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ გზა­ზე სატ­ვირ­თო გა­მიზ­ნუ­ლად შე­მო­ვარ­და და ახალ­გაზ­რდებს გა­და­უ­ა­რა. 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 30-ზე მეტი და­შავ­და.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” დრო­შა.

FBI-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თავ­დას­ხმა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა "რო­გორც ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე" მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამავდრო­უ­ლად, ნიუ ორ­ლე­ა­ნის მერ­მა, ლა­ტო­ია კანტრელ­მა მომ­ხდარს ტე­რაქ­ტი უწო­და.

მად­ლო­ბა ღმერ­თს მე კარ­გად ვარ, მაგ­რამ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ალ­ბათ არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

ამ ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა გამ­კაცრ­დეს ეს ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებს ასეთ სა­ში­ნე­ლე­ბას.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს დი­დე­ბუ­ლი ამე­რი­კა!"