loader

“5-დან იცლება გუდაური, დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა - ევროპელმა ტურისტებმა გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა" - რა მდგომარეობაა ზამთრის კურორტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“5-დან იცლება გუდაური, დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა - ევროპელმა ტურისტებმა გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა" - რა მდგომარეობაა ზამთრის კურორტზე

საახალწლო დღეებია და საქართველოს ზამთრის კურორტებზე, როგორც წესი, ტურისტების სიმრავლე უნდა იყოს. ტრადიციულად, ეს არის პერიოდი, როდესაც სასტუმროებში ან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში ადგილის პოვნა ჭირს ან თადარიგი უნდა დაიჭიროთ და სასურველი თარიღი თვეებით ადრე დაჯავშნოთ.

თუმცა, წლევანდელი ზამთარი გამონაკლისია. გუდაური ტურისტების სიმცირეს განიცდის და ამას აღნიშნავენ თითქმის ყველა ადგილობრივი სასტუმროში.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" სასტუმრო "გუდაური ჰათ"-ის წარმომადგენელმა განაცხადა, 5-დან გუდაური იცლება, გაუქმებულია ჯავშნების 80%, ხოლო ევროპელი ტურისტები, რომლებზეც ჯავშნების დიდი ნაწილი მოდიოდა, აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა.

"ახლა სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბია და ასე თუ ისე არის ხალ­ხი, მაგ­რამ 5-დან იც­ლე­ბა გუ­და­უ­რი. დე­კემ­ბერ­ში ჯავ­შნე­ბის 80% გა­უქ­მდა, ასე­ვე გა­უქ­მდა თე­ბერ­ვა­ლიც. ჯავ­შნე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­უქ­მეს ევ­რო­პე­ლებ­მა, რომ­ლებ­საც, რო­დე­საც ვკი­თხეთ, პირ­და­პირ გვი­პა­სუ­ხეს, რომ მი­ზე­ზი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის ცვლი­ლე­ბაა. კონ­კრე­ტუ­ლად სა­უ­ბა­რი მაქვს ჩე­ხებ­ზე და ეს­ტო­ნე­ლებ­ზე.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ჯავ­შნე­ბი გა­ა­უქ­მეს ასე­ვე რუ­სებ­მა, რომ­ლებ­საც 2-3 დღით ჰქონ­დათ და­ჯავ­შნი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ რუ­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც ასე 2-3 დღით ამო­დი­დოდ­ნენ ხოლ­მე გუ­და­ურ­ში. მათი მი­ზე­ზი არ ვიცი. იყო გა­უქ­მე­ბა ბე­ლა­რუ­სე­ბის­გა­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და “გუ­და­უ­რი ჰათ“-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე>>>