"დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს..." - " პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით, ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით/ განცხადებას ავრცელებს:
"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი "საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს" იხსენიებს აუგად.
დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთნ არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.
ამასთანავე რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი." - წერს ანდრია ჯაღმაძე