დოლიძის ქუჩის კუთხეში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - არიან დაშავებულები
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დოლიძის ქუჩის კუთხეში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: "მთავარი არხი"