"თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა..." - რას აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი?
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ლიეტუვურ ტელეარხ Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სრულიად ნათლად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება. პრინციპში, სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და რუსეთი ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში. ანუ სრულიად პრო-მოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან და, შესაბამისად ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო ველის დასაჭურისება. ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, უხეშად რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა - ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას რაც ხდება უკრაინაში. მას ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება… საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, მაშინ ის შეძლებს იგივე ომის დაწყებას საქართველოში, თუ საქართველო დაამარცხებს ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს. ანუ ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია. თუმცა, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური, უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია. იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია,” - განაცხადა პოდოლიაკმა.
წყარო: IPN