რა ხდება ამ წუთებში ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მანქანების დაახლოებით სამ კილომეტრიანი რიგია
ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე მანქანების დაახლოებით სამ კილომეტრიანი რიგია. ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი ფეისბუქლაივში საუბრობს და თან ფაქტის ამსახველ ვიდეოს ურთავს. ონისე ჯოყილაძის თქმით, გზა იმდენად მოუწესრიგებელი და ამორტიზებულია, რომ მძღოლებს გადაადგილება უჭირთ. დიდთოვლობის მიუხედავად, გზაზე არ ყრია ტექნიკური მარილი. მოქალაქე ამბობს იმასაც, რომ თოვლში ჩარჩენილი მძღოლები მარტო არიან და მათ დასახმარებლად სამაშველო სამსახური არსად ჩანს.
შეგახსენებთ, რომ კურორტზე დამაკავშირებელი გზა წლებია ამორტიზებულია, ხელისუფლებამ კი რეაბილიტაციის დასრულება დღემდე ვერ შეძლო.