"ნერვები რომ გეშლებათ, პარლამენტარს 7 000 ლარით ხელფასი გაეზარდაო, თქვენ ვერ მიხვდებით ვერასდროს, რომ მაგ თანხით, პარლამენტარის მეუღლე შანელში ნორმალურ ჩანთასაც ვერ იყიდის" - სტეფანე მღებრიშვილი
მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი პარლამენტარების ხელფასის ზრდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას შემდეგი ტექსტით მიმართავს:
„ნერვები რომ გეშლებათ, პარლამენტარს 7000 ლარით ხელფასი გაეზარდაო და ჯამში 11000 ლარი იქნებაო, თქვენ ვერ მიხვდებით ვერასდროს, რომ მაგ თანხით, პარლამენტარის მეუღლე შანელში ნორმალურ ჩანთასაც ვერ იყიდის, ლორო პიანაზე საუბარიც ზედმეტია…
და რამდენი უნდა იშრომოს, ჰერმესში ტყავის ჩანთის ყიდვის უფლება რომ მოიპოვოს!“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა.