loader

15 გარდაცვლილი და 35 დაშავებული - რა არის ცნობილი თავდამსხმელზე, რომელიც ახალ წელს აშშ-ში პიკაპით ხალხში შევარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 გარდაცვლილი და 35 დაშავებული - რა არის ცნობილი თავდამსხმელზე, რომელიც ახალ წელს აშშ-ში პიკაპით ხალხში შევარდა

აშშ-ში, ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 3 სა­ათ­ზე სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხში შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 35 და­შავ­და.

FBI მომ­ხდარს, რო­გორც "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე იძი­ებს.

თავ­დას­ხმის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს დას­ჯა­ხე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ენ კირკპატ­რიკ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და."მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პი­კაპს მარ­თავ­და ბურ­ბო­ნის ქუ­ჩა­ზე ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ეს წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი საქ­ცი­ე­ლი იყო. ეს კაცი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის და­ერ­ტყა“, - გა­ნა­ცხა­და ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

რა არის ცნო­ბი­ლი თავ­დამ­სხმე­ლის შე­სა­ხებ? თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ის არის 42 წლის ტე­ხა­სე­ლი არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნი, შამ­სუდ დინ ჯა­ბა­რი, რო­მე­ლიც რო­გორც ირ­კვე­ვა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ე­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი. მის ავ­ტო­მო­ბილ­ში იპო­ვეს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს დრო­შა. FBI-ის ცნო­ბით, ჯა­ბა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და და შე­საძ­ლოა, მას კავ­ში­რი ჰქო­ნო­და ტე­რო­რის­ტულ ჯგუ­ფებ­თან.

პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­ბარ­მა თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც სა­უბ­რობ­და რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ე­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლა სურ­და.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე ნა­პოვ­ნია ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ბა­რი მუ­შა­ობ­და აშშ-ის არ­მი­ა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებ­სა და IT-ში. ის ავ­ღა­ნეთ­ში 2009 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2010 წლის იან­ვრამ­დე პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.2015-2017 წლებ­ში სწავ­ლობ­და ჯორ­ჯი­ის შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს. ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და 2012 წელს, ხოლო მე­ო­რე 2017 წლი­დან 2022 წლამ­დე გაგ­რძელ­და.

რო­გორც ჩანს, ის ასე­ვე მუ­შა­ობ­და უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში, ფლობ­და ლი­ცენ­ზი­ას, რო­მელ­საც ვადა გა­უ­ვი­და 2021 წელს.