"ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც პარიზის მთავარ საახალწლო შოუზე, ქართულად ნათქვამი "შვიდი" გავიგე" - კადრები საფრანგეთიდან
"ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც პარიზის მთავარ საახალწლო შოუზე, 2025 წლის შესახვედრად უკუთვლისას, სადაც ყველა რიცხვს სხვადასხვა ენაზე ამბობდნენ, ახალწლამდე 7 წამით ადრე გავიგე ქართულად ნათქვამი "შვიდი" . აი, ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ მაინც "ფერი" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ლებანიძე და ვიდეოს აქვეყნებს.