"ეს ამბავი არის სიგიჟე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამოქალაქო პროტესტის მხარდაჭერისთვის, მის ფონდში 6 თვის განმავლობაში ჩარიცხული თანხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.
"ეს ამბავი არის სიგიჟე. სიგიჟეა იმიტომ რომ ამხელა თანხა შეგროვდა თითო ლარობით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ხანდახან თავად არ აქვთ ფინანსური რესურსი.
თქვენია ეს ყველაფერი, რაც აქ წერია! ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ!
მადლობა ყველას, ვინც ერთი ლარი მაინც ჩარიცხეთ ფონდში. ლევან ზერეკიძე უღრმესი მადლობა შენ დახმარებითვის" - წერს ნანუკა.