ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობდა.
მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა - გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. "ლაფერას" უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია.
ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, - ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.