ვინ იყვნენ მოზარდები, რომლებიც სოფელ ნახიდურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ?
მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ორი მოზარდი - მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი არიან.
ცნობისთვის, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი გუშინ დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარის გამო, ადგილზე დაპირისპირება იყო. არსებული ცნობებით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავა.