loader

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 9 პირი შეიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არსებული ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 9 პირი შეიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა - ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე.

მომხდარის გამო, ადგილზე დაპირისპირება იყო. არსებული ცნობებით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს