loader

რა დეტალები ხდება ცნობილი ავტოავარიაზე, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალები ხდება ცნობილი ავტოავარიაზე, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა?

მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი ოთხ ადა­მი­ანს და­ე­ჯა­ხა.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი მო­ზარ­დი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ხოლო კი­დევ ორი პირის მდგომარეობა სტაბილურია.

"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანამ შეიჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა ორის მდგომარეობა სტაბილურია" - წერს ბაირამოვა და გარდაცვლილების ფოტოებს აქვეყნებს.

ცნო­ბის­თვის, ავა­რია მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის გზა­ზე, სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში მოხ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ად­გილ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და შექ­მნი­ლია სა­ცო­ბი, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლებს არ უშ­ვე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბამ ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა ამო­ა­ყი­რა­ვა, რად­გან იქ დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე მძღოლს.ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლებს არ უშ­ვე­ბენ, რის გა­მოც ად­გილ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.