რა დეტალები ხდება ცნობილი ავტოავარიაზე, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა?
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ოთხ ადამიანს დაეჯახა.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი პირის მდგომარეობა სტაბილურია.
"ორი ბავშვი, ორი იმედი, ორი ოჯახის ტრაგედია ბოლნისის სოფელ ნახიდურში მანქანამ შეიჯახა 4 კაცს, ორი ბავშვი გარდაიცვალა ორის მდგომარეობა სტაბილურია" - წერს ბაირამოვა და გარდაცვლილების ფოტოებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.