უმძიმესი ამბავი - მარნეულში ავარიისას დაშავებული მეორე არასრულწლოვანიც დაიღუპა
არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახუდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრწულოწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.
ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული იყო.
წყარო: Ipn