"ურთულესი გზა გამოიარა" – კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულ ანა ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
14 ოქტომბერს კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულ "ახალის" წევრს, ანა ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
"ალბათ, ყველას გახსოვთ, "ახალის" თავს დატრიალებული ტრაგედია, რომლის დროსაც დავკარგეთ ჩვენი, ძვირფასი ელენე მეგრელიშვილი, ანა ქართლელიშვილი კი - ძალიან, ძალიან მძიმედ დაშავდა.
ჩვენმა ქართლელამ, ურთულესი გზა გამოიარა იმ მომენტიდან დღევანდელ დღემდე. მას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, როგორც მოძრაობის, ასევე ცნობიერების თვალსაზრისით. თუმცა, ჯერ კიდევ ზონდით იკვებება და ტრაქეოსტომული მილი უდგას, საჭიროებს ექიმებისა და ექთნების მუდმივ მეთვალყურეობას, ვარჯიშს, მასაჟს და ა.შ. მაგრამ იმედია, მალე ესეც აღარ იქნება და შეუდგება კიდევ უფრო ინტენსიური და სრულფასოვანი რეაბილიტაციის პროცესს.
აქვე, მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს მტკივნეული ამბავი და წვლილი შეიტანა ჯერ მის გადარჩენაში, შემდეგ კი ამ კონდიციამდე მოყვანაში. მადლობა ყველას, ვინც დღემდე კითხულობს მისი ჯანმრთელობის მდგომაროებას.
მეგობრებო, ანნას საბოლო მიზნამდე კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, ამ ეტაპამდე დანახარჯი თვეში დაახლოებით 16, 000 ლარს შეადგენს. სწორედ ამიტომ, ახლა უკვე გვჭირდება გაერთიანება და ამ პროცესის ფინანსური უზრუნველყოფა. ჩვენ ეს არაერთხელ მოგვიხერხებია და მჯერა, ახლაც შევძლებთ.
ვუთითებ ჩვენი მეგობრის, გიორგი ბუტიკაშვილის ანგარიშის ნომერს, რომელსაც ჩავაბარეთ ანნას სამედიცინო ხარჯების ფინანსური მენეჯმენტი.
ანგარიშის ნომერები:
BOG: #GE83BG0000000589545431
TBC: #GE06TB7157736010300019
მიმღები: გიორგი ბუტიკაშვილი
დანიშნულება: ქართლელასთვის
ცალკე და განსაკუთრებული მადლობა თელავის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს, მათ პროფესიონალიზმს და გულსიხმიერებას, რომელმაც ქართლელას სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან (ამ ნაწილზე აუცილებლად მოგიყვებით ცალკე), ნიკა გვარამიას - ბევრი რამისთვის, როდესმე ამასაც მოვყვები ისე, რომ არ "მომხვდეს".
მრავალ შობა-ახალ წელს და აბა, ჩვენ ვიცით!
ქართლელას დიდი წვლილი აქვს ნამდვილი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაში და იმსახურებს, გამოჯანმრთელებულს, სწორედ ასეთი დავახევდროთ" - წერს ანი ქავთარაძე.