"წარმოიდგინეთ, რა აბსურდში აღმოვჩნდით..." - რას წერს გია ხუხაშვილი?
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"წარმოიდგინეთ, რა აბსურდში აღმოვჩნდით: 1. კონსტიტუციაში გვიწერია - ხელისუფალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის დასავლურ სამყაროში ინტეგრაციისთვის. 2. დასავლეთი გვეუბნება - ხელისუფალი კრიმინალია, ამიტომ ვასანქცირებ და მაგასთან საქმეს არ დავიჭერ. 3. ხელისუფალი ამბობს - ჩემი კრიმინალად გამოცხადება ჩემთვის ჯილდოა," - წერს გია ხუხაშვილი.