"იმდენი კაცი დაესია ანდრიას, რომ ჩემს მეგობარს შერჩა მისი ჩანთა" - რას ყვებიან მეგობრები ბიჭზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. მათ შორის იყო ანდრია მანაგაზე, რომლის მეგობრებიც Palitravideo-სთან დაკავების დეტალებს იხსენებენ.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
მოქალაქეები სამართალდამცავებს დაემორჩილნენ, თუმცა მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს.
შეხლა-შემოხლისას ერთ-ერთი პირი დაშავდა. ამ დროისთვის მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. აქციის მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან და აქცია გრძელდება.