"ასეთი ძლიერი კონკურენტი ჯერ არ მყოლია!" - "თამადა" ყაველაშვილის ინაუგურაციას ეხმაურება
"ასეთი ძლიერი კონკურენტი ჯერ არ მყოლია!" - ასე ეხმაურება მუსიკოსი "თამადა" მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციას.
ცნობისთვის, პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა.პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო.
ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.ღონისძიებას ესწრებოდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. ღონისძიება მიხეილ ყაველაშვილის სიტყვის გამოსვლით დასრულდა. მანამდე კი საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
"ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო მშვიდობა - ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება", - თქვა ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.