"მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა - თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.