გმირთა მოედანი ამ წუთებში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.
საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.
ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება.