loader

თბილისის ზოოპარკი ლაშა ბექაურის მიერ ზოოპარკში მიყვანილი ბოკვერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს - "ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკი ლაშა ბექაურის მიერ ზოოპარკში მიყვანილი ბოკვერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს - "ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია"

"ზოოპარკის ვეტექიმების შეფასებით ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ცხოველი, იქნება ის საზღვარზე თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამორთმეული, ზოოპარკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით შემოდის და, ფაქტობრივად, ყოველ მათგანს რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება," - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მიერ ზოოპარკში მიყვანილ ბოკვერთან დაკავშირებით გაკეთდა.

მათი თქმით, ბოკვერი ვეტექიმების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და გარკვწეული სახის მკურნალაობას საჭიროებს.

"მოყვანიდან რამდენიმე საათში ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საჭირო გახდა ინტენსიური ჩარევა და ჩვენი ვეტექიმების რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად ცხოველის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ გარკვეულ მკურნალობას მაინც საჭიროებს და, შესაბამისად, ვეტექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება."

ზოოპარკის განცხადებაში ნათქვამია და ხაზგასმულია, რომ ცხოველის ყოლა პასუხისმგებლოაბაა, რომელიც ადამიანებმა უნდა გაიზარონა. ხოლო, გარეული ცხოველის ყოლა და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა.

"ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა. გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება? ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება. გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ... ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია," - ნათქვამია თბილიასის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.