loader

"ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!" - რას წერს მამუკა მდინარაძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!" - რას წერს მამუკა მდინარაძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე?

"ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ოპოზიციის შეფასებას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას ზეიმობს.

„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:

ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ - უცხოელების.

ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!

ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას რომ ზეიმობენ“, - წერს მდინარაძე.