ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება
იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე - ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი და ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებაზე, რომ „თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.
კობახიძის თქმით, როდესაც პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, ეს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა, თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე.
“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, - წერს უილსონი.