ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარი არხის" დატოვების მიზეზებს განმარტავს
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო "მთავარ არხზე" მხოლოდ ნიკა გილაურის ფონდის პიარი, რის გამოც არხი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
"პიარი კი არ ჭირდება ნანუკას... აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის. აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში სჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი "ინსტაგრამი" აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.