loader

"თუ მაინც ვერ გაიგეთ, რა ვიცი აბა…" - რას წერს გია ხუხაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ მაინც ვერ გაიგეთ, რა ვიცი აბა…" - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი, ამერიკელი კონგრესმენის და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს: "ვილსონის განცხადება ვნახე და…“მოგენატრებათ სკრანტონი…”სპეციალურად ქოცებისთვის:განმარტება 1.სკრანტონი არის ჯო ბაიდენის დაბადების ადგილიგანმარტება 2.ეს ფრაზა არის ცნობილი გამოთქმის - “მოგენატრებათ მამათი” რემეიქი.განსაკუთრებით ორთოდოქსი ქოცებისთვის:განმარტება 3.მამათი არის ედუარდ შევარდნაძის დაბადების ადგილი. თუ მაინც ვერ გაიგეთ, რა ვიცი აბა…"

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე დაწერს: “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, - წერს უილსონი.