loader

"უკვე კიბეებზე ამოდისო, გავუღე კარები, ხელები მიკანკალებდა ..." - საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას, რა უნდა იცოდეთ, თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უკვე კიბეებზე ამოდისო, გავუღე კარები, ხელები მიკანკალებდა ..." - საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას, რა უნდა იცოდეთ, თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდეთ

53 დაზარალებული მოქალაქე და უკანონოდ მითვისებული მილიონ ლარზე მეტი. საქართველოში ტრანსნაციონალური თაღლითობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თაღლითობაში მონაწილე საქართველოს რუმინეთისა უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებს, 7დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ოთხი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, სქემა ასე მუშაობდა, ბრალდებულები ძალოვანი უწყების სახელით, მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მათი ოჯახის წევრის ბრალი იყო და პასუხისმგებლობის ასარიდებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის წამოსაღებად ოჯახებთან "კურიერს" აგზავნიდნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალდებულთაგან ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე გოჩა მელიაა, რომელიც თანხის გადატანას აღიარებს, თუმცა ბრალს არა.

დაკავებულ პირებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.