loader

ლაშა ბექაური მორიგ ვიდეოს ავრცელებს - ძიუდოისტი მარჯვენა ხელზე გაკეთებულ საათთან დაკავშირებით, რომელიც განხილვის თემა გახდა, საზოგადოებას პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ბექაური მორიგ ვიდეოს ავრცელებს - ძიუდოისტი მარჯვენა ხელზე გაკეთებულ საათთან დაკავშირებით, რომელიც განხილვის თემა გახდა, საზოგადოებას პასუხობს

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა 24 დეკემბერს, საკუთარ სოციალურ ქსელებში განათავსა ვიდეო, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

კადრში ჩანდა, ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი Porsche-ს მარკის ავტომობილით ასეირნებდა. ლომის ბოკვერის გამოჩენასთან ერთად, განხილვის საგანი გახდა ლაშა ბექაურის „როლექსის“ საათი, რომელიც მას მარჯვენა ხელზე ეკეთა.

მოქალაქეები წერდნენ, რომ ძიუდოისტმა ძვირადღირებული საათი სპეციალურად, ვიდეოში გამოსაჩენად გაიკეთა.

კრიტიკოსებს ლაშა ბექაურმა მორიგი ვიდეოთი უპასუხა და დაწერა: „საათს მარჯვენაზე ვიკეთებ, ისე, რომ იცოდეთ.“