რას ამბობს ზურაბ გურიელიძე მას შემდეგ რაც ბოკვერი, რომელიც სკანდალად ქცეულ ვიდეოში ჩანდა, ზოოპარკს გადაეცა
"ბოკვერი გადმოგვცეს ჩვენ და იმყოფება ჩემთან, ამჟამად ჩემს კაბინეტშია და რაღაცებს გვესაუბრება. მომავალში ალბათ მეწყვილე დასჭირდება, მარტო ლომი არ შეიძლება, ჯერ პატარაა, დროებით მისი სოციუმი ჩვენ ვიქნებით," - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ "პალიტრავიდეოს" განუცხადა.
ცნობისთვის, ლაშა ბექაურმა, გუშინ საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში ლომის ბოკვერს. ვიდეოს შემდეგ უამრავი უარყოფით კომენტარი დაიწერა. ბექაურს შეახსენეს, რომ კანონმდებლობით ბოკვერის ყოლა კანონით ისჯება.
დღეს კი, ლაშა ბექაურმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ბოკვერი ზოოპარკს გადაეცა.