ლაშა ბექაური ბოკვერთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს - "ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია"
"ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია" - წერს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ის თბილისის ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა ბოკვერი, რომელიც სკანდალად ქცეულ ვიდეოში ჩანდა, უკვე თბილისის ზოოპარკშია.
ცნობისთვის, ლაშა ბექაურმა გუშინ საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში ლომის ბოკვერს. ვიდეოს შემდეგ უამრავი უარყოფით კომენტარი დაიწერა. ბექაურს შეახსენეს, რომ კანონმდებლობით ბოკვერის ყოლა კანონით ისჯება.