loader

"ძალებს ვეძებ რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს" - მაია ასათიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალებს ვეძებ რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს" - მაია ასათიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის, სიცოცხლის, ბავშვების, ზღაპრულობის დღესასწაულია. ჩემს სიკვდილში ყოფნასთან, თანხვედრაში რომ არ მოდის. არც ნაძვის ხე, არც გოზინაყი და სუფრა..წელს ძალებს ვეძებ რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს, მე, ბუბუ და დუდი რუსთაველზე მივდივართ! ბევრი ნუცა იდგება იქ, სიცოცხლის ძალას მომცემენ!“ – წერს მაია ასათიანი.