"სახლში ავდიოდი, ნახევრად მძინარე... ისე ავღელდი და დავიბენი..." - აქტივისტი ნანა დიხამინჯია მამუკა მდინარაძესთან სიტყვიერი დაპირისპირების ვიდეოკადრებს აქვეყნებს
აქტივისტი ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძესთან სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ წერს და ვიდეოს ავრცელებს:
"ძალიან მრცხვენია
სახლში ავდიოდი დილის ეთერის შემდეგ, ნახევრად მძინარე, შემეფეთა ლიფტიდან გამოსული მამუკა და ისე ავღელდი და დავიბენი, უცებ ვერც გადაღება დავიწყე და ვერც ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი
ამ უტიფრობასთან სწორად გამკლავებას სხვა უნარები სჭირდება თურმე
მეზობლები მეუბნებიანო, ეგო ძალიან აქტიურობსო.
სამარცხვინოები." - წერს ნანა დიხამანჯია