loader

"თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს" - ირაკლი კობახიძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს" - ირაკლი კობახიძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე” წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო.

“ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, - აღნიშნავს პრემიერი.