loader

"ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ"- რა თქვა კახა კალაძემ "საახალწლო სოფელში" მისვლისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ"- რა თქვა კახა კალაძემ "საახალწლო სოფელში" მისვლისას

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, "საახალწლო სოფელში" შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

"საახალწლო სოფელში" უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ", - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერია ავრცელებს.