“არასწორი ინფორმაციები ვრცელდება! გადავწყვიტე, სიმართლე ვთქვა" - რა დეტალებზე საუბრობს ვარკეთილში მოკლული მიშო ქავთარაძის დეიდაშვილი?
უმძიმესი დანაშაული 21 დეკემბერს ვარკეთილში საღამო ხანს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა.
ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიშოს მამა, ბესო ქავთარაძე, რომელიც ეზოში მოჩხუბრების გასაშველებლად ჩავიდა, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. კლინიკაში იმყოფება კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა, ისინი მიშოს მეგობრები და მეზობლები არიან.
მოკლულის დეიდაშვილმა ანა ფაცაციამ საქმის ირგვლივ დეტალებზე "კვირის პალიტრას" მიაწოდა ინფორმაცია:
"ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია ჩემთვის, ჭირისუფლისთვის ამ თემაზე საუბარი, ძალიან მიჭირს, რადგან მიშო არ გვყავს, მაგრამ იმდენად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში, გადავწყვიტე სიმართლე ვთქვა. მკვლელობა 21 დეკემბერს მოხდა. ბიჭები გასართობად უბანში იყვნენ ჩასულები. კერძოდ, მიშოს კორპუსის უკანა მხარეს იყვნენ. იქ იყო ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი სამეგობრო. ამ დროს გამოჩდნენ ვიღაცები, რამდენიმე პირი, უბნის ბიჭები ეგონათ და თურმე მიშომ დაუძახა, ისინი მოვიდნენ და აგრესიული ტონით დაიწყეს საუბარი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, ეს ფაქტი ნახა აივნიდან ბიძაჩემმა, ბესო ქავთარაძემ, ჩოჩქოლზე ჩამოვიდა ის ბინიდან ქვევით, ეზოში. თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ ოთხი ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველებლად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი ორი ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს. ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით ჩეხავდნენენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს, ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ ე.წ შტირით და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. განაგრძეთ კითხვა>>>