loader

"დაფიონელი ზვიად ცეცხლაძისგან მივიღე ვრცელი წერილი, ამონარიდს გაგიზიარებთ" - რას წერს ზვიად ცეცხლაძე წერილში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაფიონელი ზვიად ცეცხლაძისგან მივიღე ვრცელი წერილი, ამონარიდს გაგიზიარებთ" - რას წერს ზვიად ცეცხლაძე წერილში?

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ზვიად ცეცხლაძისგან მიღებული წერილიდან ამონარიდს ავრცელებს:

"დაფიონელი ზვიად ცეცხლაძისგან მივიღე ვრცელი წერილი. ამონარიდს გაგიზიარებთ.

“მადლობა დახმარებისთვის. ყოველივე აუცილებელს ვიღონებ რომ სხვა პატიმრებისთვის საჭირო ნივთები და პროდუქტი შევიძინო.

აქ ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობაა. ვინაიდან დახურულ ციხეში ვარ და არა ზონაზე, საკნიდან თავს ვერ ვყოფ.

გვერდით კამერებში მყოფ ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი მაქვს, მაგრამ შევეცდები ვიპოვო სხვა, უკანონო პატიმრები და მათ შესახებაც უამბეთ ხალხს”

ესენი, იქაურობასაც უკეთესს გახდიან" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი