"თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, არის მეორე ვარიანტიც, სხვა გზა არ არის" - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?
თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ზურაბიშვილის განმარტებით, რეჟიმის ჩამოშლაში არავის ხელი არ ურევია, გარდა ძალაუფლების მქონე პირებისა, რომლებიც დროულად ვერ მიხვდნენ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოპყრობოდნენ.