"გვაბულინგებენ, ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა, აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც" - რას ამბობს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე?
ჩვენს მთავრობას, ხელისუფლებას და ყველას გვაბულინგებენ, რომ ჩვენ ვითომ რაღაც სხვა კურსი გვინდა. აქ ყველას მშვიდობა უნდა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ნოშრევან ნამორაძის განცხადებით, ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაუხვევია და არც დღეს ხდება რამე განსაკუთრებული.