რა განაცხადა ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ?
"პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ, ჩვენ ერთგული ვართ დაპირებების, ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული" , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.