ვრცელდება ვარკეთილში მოკლული 25 წლის ბიჭის კადრები
მკვლელობა მოხდა თბილისში. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის ბიჭი, ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი.
შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მოკლული ახალგაზრდა 25 წლის მიშო ქავთარაძეა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე ახალგაზრდა ჯგუფურად დაესხა თავს. ჩხუბი კი მკვლელობით დასრულდა.