loader

"უნდა გითხრათ რომ ეს ძალიან გვეწყინა" - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა გითხრათ რომ ეს ძალიან გვეწყინა" - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს.

ამ მოთხოვნით არხის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის რეპორტიორები, რეჟისორები და წამყვანები.

მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რაზეც მენეჯმენტისგან უარი მიიღეს.

მათივე შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი, რომ მსგავსი სატელევიზიო პროგრამა მაყურებელს შესთავაზოს.