"მეც ვიყავი მიწვეული, მეც გავაუქმე ჩემი საწყალი 1 500 ლარი" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
"იუმორს გავურევ, დღეს მეპატიება. მომღერლებმა ხომ გააუქმეს კონცერტები, ბევრი ხომ ჰქონდათ და მეც ვიყავი მიწვეული 2-ში ბედობას მერიის კონცერტზე. მეც გავაუქმე ჩემი საწყალი 1 500 ლარი, აბა, მეტი კონცერტი არ მქონდა და...", - ამის შესახებ მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კომპოზიტორის სტატუსს კოლეგები გამოეხმაურნენ:
"ძალიან მიყვარხარ იცი ხომ?“ - წერს ნინი შერმადინი ამერიკიდან
"მეც ეგ გავაუქმე, საწყალი 1500 ლარი. როგორ მიყვარხარ არ იცი“ - წერს მომღერალი დავით არჩვაძე.
"ნუცა ბუზალაძეს რომ 18000 გადაუხდი და მაიკო კაჭკაჭიშვილს 1500 რა სირცხვილია“ - ასე გამოეხმაურა კაჭკაჭიშვილის სტატუსს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გამომწერი.
"არა მე ახალი წლის კონცერტზე უნდა მემღერა, სადაც ბევრი მღერის და ნუცამ მთლიანი კონცერტი ჩაატარა ( თან მე მომღერალი არ ვარ ასე რეპერტუარით)“ - უპასუხა კაჭკაჭიშვილმა.
დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, აქციებზე დაშავებულებისა და დაკავებულების გამო, მომღერლების ნაწილმა საახალწლო კონცერტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.