პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა - “არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.
აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მზადაა, დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ ახალი არჩევნების თარიღი.
პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას. მოვიდეს და მოვიფიქროთ, როგორც დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული იყოს 29 რიცხვამდე. ყველაფერი ნათელი იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.