loader

“ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ” - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა და მიმდებარედ განთავსებული სცენიდან საზოგადოებას მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ” - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა და მიმდებარედ განთავსებული სცენიდან საზოგადოებას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა.

კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით - „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ. ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.

სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში იმყოფება ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში დამონტაჟებულ სცენაზე იმყოფება და მსვლელობის მონაწილეებს მიმართავს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.