loader

“100 000-ზე მეტი ადამიანი რომ ძალდატანების გარეშეა მოსული, ცეკვავს, მღერის და რამდენიმე მეტრში საახალწლო საზეიმო სივრცეებია მოწყობილი, რომელზეც ამ სივრცეების მომწყობებიც არ არიან ეგ არაფერს არ გეუბნებათ?” - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“100 000-ზე მეტი ადამიანი რომ ძალდატანების გარეშეა მოსული, ცეკვავს, მღერის და რამდენიმე მეტრში საახალწლო საზეიმო სივრცეებია მოწყობილი, რომელზეც ამ სივრცეების მომწყობებიც არ არიან ეგ არაფერს არ გეუბნებათ?” - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

გიორგი სუხიტაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ხალხი ნებაყოფლობით სიყრუეში და სიბრმავეშია.

გიორგი წერს, რომ ასეთ მოცემულობაში სჯობს ერთხელ მაინც იგრძნო ის, რასაც ამ ქვეყნის უმრავლესობა გრძნობს.

„გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა,

ის სასწაული, ის ქართველების ერთად ყოფნა, ამ ქვეყნის გულის ფეთქვა ეს სილაღე და სილამაზე, მიუხედავად უამრავი შესაძლებლობისა ბევრმა მაინც ვერ ნახა და მგონი ვერც გაიგო, იმიტომ კი არა რომ არ აინტერესებთ ან არ უნდათ?

უბრალოდ არ აჩვენებენ.

2024 წელს ცხოვრობს ხალხი ვინც ნებაყოფლობით სიყრუეში და სიბრმავეშია.

პარალელურად იმავე 2024 წელს ვხედავ ისეთ ერთიანობას, რომელიც ამ ქვეყანაში არ მინახავს.

ამას რომ ვერ გრძნობ, რომ ვერ იგებ და თან გგონია რომ შენ რასაც აკეთებ, როგორც მეტყველებ, რაც მოგწონს და აღიარებ აი ეგ არის ქართველობა, ასეთ მოცემულობაში მგონი სჯობს ერთხელ მაინც იგრძნო ის, რასაც ამ ქვეყნის უმრავლესობა გრძნობს.

პარალელები რომ გავავლოთ,

100 000-ზე მეტი ადამიანი რომ ძალდატანების გარეშეა მოსული ცეკვავს მღერის და რამდენიმე მეტრში საახალწლო საზეიმო სივრცეებია მოწყობილი, რომელზეც ამ სივრცეების მომწყობებიც არ არიან ეგ არაფერს არ გეუბნებათ?

ჩვენ თავისუფლება ძალიან გვიყვარს, ამით განსხვავდება ჩვენი სამშობლო პოსტ საბჭოთა ქვეყნებისგან, მიუხედავად უამრავი სისხლიანი ჩახშობისა ქართველები არა დანებდნენ და არ შეეგუვნენ მონობას.

აქ ხაზ გასასმელია ერთი რამ, იმ დროსაც ბევრი შეეგუა, ბევრი დაემონა, ყველაფერ საზიზღრობას ქართველების ხელით აკეთებდნენ, დღესაც ხდება ეს, სწორედ განათლებული პატრიოტი და თავისუფლების მოყვარე ქართველების ბრძოლაზე იდგა საქართველო და არა მედროვე მართლა უსამშობლო, ურწმუნო, ქართული გვარ-სახელიანი ადამიანის მსგავს არსებებზე.

საქართველო უნდა გადარჩეს!“-წერს გიორგი სუხიტაშვილი.