loader

ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაიღუპა - “გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც გად­მო­ინ­გრა კე­დე­ლი” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაიღუპა - “გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც გად­მო­ინ­გრა კე­დე­ლი”

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, 42 წლის, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, გიორ­გი ლე­ლაშ­ვი­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის, სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის ლე­ი­ტე­ნან­ტის - 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ლე­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

გი­ორ­გი ლე­ლაშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 21 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც გად­მო­ინ­გრა კე­დე­ლი, რა­საც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ემსხვერ­პლა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.